კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამსახურების რაოდენობა გაორმაგდა

10 (3)
October 6, 2017

საიდუმლო არ არის, რომ კრიპტო სამყარო სწრაფად ვითარდება. AngelList ბოლო რეპორტის მიხედვით, გაორმაგდა დისტანციური სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტასთან. კომპანიები ეძებენ ახალ ნიჭს, რათა შეავსონ საჭიროებების მზარდი ბაზარი.

რეპორტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში, მეტი თანხის ინვესტიცია განხორციელდა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სტარტაპებში, ვიდრე 2016 წელს ჯამურად. სტარტაპების გაზრდილი რაოდენობა ასევე დაემთხვა AngelList ვაკანსიების გაზრდის რაოდენობას.

რეპორტში ნათქვამია:
“კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიების ზრდასთან ერთად, იზრდება მათი ფულადი კაპიტალის ბრუნვაც, შესაბამისად ეძებენ ტოპ კადრებს. AngelList-ის მონაცემებით, მოთხოვნა 2017 წელს 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე წინა წელს.

 

უკეთესი სამსახური
რეპორტის მიხედვით, ბევრი მიზეზია, თუ რატომ უნდა შევუერთდეთ კრიპტო ვალუტის, სამსახურში აყვანის ბუმს. პირველ რიგში, AngelList-ის ფარგლებში, არატექნიკური და ტექნიკური კრიპტოვალუტის სამუშაო ადგილები საშუალოდ 10-20% -ით მეტია, ვიდრე ინდუსტრიის ნორმა. გარდა ამისა, ისინი უკეთეს სარგებელს სთავაზობენ.
ასევე, კრიპტოვალუტის კომპანიებს ბევრად უფრო მოქნილ დისტანციურ სამუშაოს სთავაზობს კადრებს. სინამდვილეში, კრიპტოვალუტის კომპანიებში, თანამშრომლებს, 22 პროცენტით მეტი შანსი აქვთ, რომ დისტანციური სამუშაო თავისუფლება ჰქონდეთ.  ასევე, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კომპანიები უფრო მეტად გადახდისუნარიანები არიან.

ტექნიკური და არატექნიკური
საიტზე გავრცელებულია 2,500-ზე მეტი ტექნიკური როლის პოზიციები და 1,000+ არატექნიკური პოზიციები. გარდა ამისა, იმისთვის, რომ კომპანიებმა იპოვონ არსებითი ტექნიკური უნარების მქონე თანამშრომლები, ეძებენ კადრებს, ვისაც სურვილი აქვს რომ მეტი გაიგოს ამ სფეროს შესახებ.

“ბლოკჩეინის ღრმა ცოდნა არ არის მთავარი მოთხოვნა. კომპანიები ეძებენ ადამიანებს, სწავლის უნარით და სურვილით“.

მთლიანობაში, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი იზრდება სწრაფად და ის გააგრძელებს ზრდას, რადგანაც ბაზარი აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების რევოლუციას.

წყარო: ©Cointelegraph

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on VKShare on LinkedInEmail this to someone