საინტერესო ტრენდები ბითქოინის შესახებ

00 (3)
October 3, 2017

2009 წლის დასაწყისიდან ბითქოინის განვითარება და ადაპტაცია მდგრადი იყო. ინოვაციები იქმნება ყოველდღიურად და  ახალი ნორმა ხდება ციფრული ვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარება.
LendEDU-ს ახლად გამოქვეყნებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხეს 1000 ამერიკელი, გვიჩვენებს საინტერესო ტრენდებს:

  • LendEDU-მ მათ დაუსვა შემდეგი კითხვა: „გსმენიათ თუ არა ბითქოინის შესახებ? “ ამერიკელების 50%-მა უპასუხა, რომ მათ საკმაოდ ბევრი რამ იცოდნენ ბითქოინის შესახებ.
  • კვლევამ ასევე აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდებმა უფრო მეტი იცოდნენ ბითქოინის შესახებ. 18-დან 24 წლამდე რესპოდენტების 67%-ს ჰქონდა გაგებული ბითქოინის შესახებ, ხოლო 55 წლის ზემოთ რესპოდენტების მხოლოდ 75.93%-მა იცოდა ბითქოინის შესახებ.
  • რესპოდენტების 60%, ანუ 786-მა ადამიანმა იცოდა ბითქოინის შესახებ. მათ შორის 11%-მა თქვა, რომ ის არალეგალურია შტატებში, 48% კი არ იყო დარწმუნებული ბითქოინის ლეგალურობაში. 41.6%-მა კი კარგად იცოდა, რომ სავსებით ლეგალურია შტატებში ბითქოინის ყიდვა.
  • გამოკითხვა გვიჩვენებს რომ “dark-web“-ის სტიგმა დაკავშირებულია ბითქოინთან. ბევრმა იცის ბითქოინის შესახებ, მაგრამ, აქტივობებს ასოცირებენ დარქვებთან. ტერმინი „კრიპტოვალუტა“ ცალსახად არ ასოცირდება ბითქოინის რეალურ მიზანთან და ადამიანები მას აკავშირებენ კანონდარღვევასთან.
  • იმ რესპოდენტებს შორის, ვისაც სმენიათ ბითქოინის შესახებ, მხოლოდ 14% იყო მისი მფლობელი. 40% კი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ბითქოინის შეძენის მიმართ. 34% არ იყო დარწმუნებული, რომ უნდათ მისი შეძენა.
  • როდესაც რესპოდენტებს კითხეს, რას აპირებდნენ სამომავლოდ, 17.18%-მა თქვა, რომ ისინი აპირებდნენ ბითქოინში ინვესტიციის გაკეთებას.
  • 786 რესპოდენტმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გაგებული ჰქონდათ ბითქოინის შესახებ, დაუსვეს შემდეგი კითხვა: „გამოიყენებთ ბითქოინს ტრანზაქციებისთვის და შესყიდვებისთვის? “ 57%-მა დადებითან უპასუხა, 26%-მა პირიქით, 34.1% კი არ იყო დარწმუნებული.
  • კვლევამ გვიჩვენა, რომ რაც უფრო ასაკში იყვნენ ამერიკელები, მით უფრო ნაკლები იყო შანსი, რომ მათ შეეძინათ ბითქოინი სამომავლოდ. 25-დან 34 წლამდე ადამიანებში უფრო დიდი შანსია, რომ გამოიყენონ ბითქოინი ინვესტიციებისთვის.LendEDU-მ აღმოაჩინა, რომ მომხმარებლების ზრდასთან ერთად, იზრდება საჩივრების რაოდენობაც, ის 2017 წელს 5,971-ით უფრო მეტია, ვიდრე წინა წელს.

ამერიკის მთავრობა, რომლის ვალიც ფინანსური ქაღალდებით გაყიდვით გაიზარდა, ფიქრობს, რომ ბითქოინი და სხვა კრიტოვალუტები საფრთხეს უქმნიან მათ, რადგან ახალი თაობა იაზრებს, რომ მათ მოუწევს ამ ვალის დაფარვა მაღალი გადასახადების ხარჯზე, შესაბამისად კრიპტოვალუტებში ინვესტიცია საუკეთესო გამოსავალია. ანალოგიურ მდგომარებაში არიან სხვა ქვეყნების მთავრობებიც.

საბოლოოდ, ეს სტატია გვაძლევს შიდა ინფორმაციას ბითქოინის მომავლის შესახებ. ბითქოინის პოპულარობისთვის, საჭიროა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ის უსაფრთხოა, ლეგალური და სიცოცხლისუნარიანი. ბითქოინის ცნობადობის ზრდა წამყვან კრიპტოვალუტას მისცემს საშუალებას, რომ გამოიყენოს მისი სრული პოტენციალი.

წყარო: btcmanager.com/study-uncovers-interesting-trends-bitcoin

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on VKShare on LinkedInEmail this to someone