1 მილიონი ფუნტის ღირებულების ბითქოინის ქურდობა

photo_2017-09-20_12-06-51
September 20, 2017

30 წლის ინგლისელმა მამაკაცმა უარყო 8 თაღლითური დანაშაული, რომელიც ბითქოინის გამოყენებას უკავშირდება. დამნაშავეს, რაიან კენედის 11 სექტემბერს ბრისტოლის “ქრაუნ ქორთში“ წაუყენეს ბრალდება.

დახვეწილი თაღლითი

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში, უკვე ბევრი შემთხვევა იყო ბითქოინებით თაღლითობისა კენედის შემთხვევა უნიკალურია. მან დახვეწილი სტრატეგიები გამოიყენა მსხვერპლის მოსატყუებლად. სასამართლო ჯერ არ დასრულებულა და ცნობილი არ არის დეტალები, თუმცა როგორც კენედის დამცველი ადვოკატი, დომინიკ ტომასი აცხადებს: „ასეთი სასამართლო ჯერ არ ყოფილა“.
კენედის 2014 წლიდან ადანაშაულებენ 1 მილიონი ფუნტის ღირებულების ბითქოინის ქურდობაში. საბოლოოდ, სამ წლიანი გამოძიების შემდეგ, ამ წლის ივნისში, ავონის და სომერსეტის პოლიციამ, ეკონომიკური დანაშაულის გუნდის დახმარებით კენედის ბრალდება წაუყენა. მის რვა დანაშაულში შედის ფულის გათეთრება და თაღლითური ვაჭრობა, რომელიც კენედიმ სასამართლოზე უარყო წინა კვირას.
ტომასმა, ასევე განაცხადა რომ ეს საქმე უნიკალურია და სამხილები იქნება მთელი მსოფლიოდან, ფინეთის და აშშ-ს ჩათვლით. მისი სავარაუდო ბრალდების მიხედვით, კენედი იყენებდა რამოდენიმე იდენტობას. ის ასევე თავს ასაღებდა, როგორც ადვოკატი, ბალიოლის კოლეჯის დიპლომით (რომელიც მდებარეობს ოქსფორდში). ბრალდებული 18 დეკემბერს საქმის განხილვის სასამართლოში უნდა დაბრუნდეს და პროცესი 2018 წლის 3 სექტემბერს გაიმართება.

ბითქოინთან დაკავშირებული დანაშაულების ზრდა
მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა შეიძლება უნიკალურია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ბითქოინთან დაკავშირებული დანაშაული მოხდა. ასეთი შემთხვევების მაგალითები, მოიცავს ბრიტანელი მოდელის გატაცებას და აუქციონზე გაყვანას, ასევე მამაკაცი პენსილვანიიდან აღიარებს, რომ მოიპარა $40 მილიონი ღირებულების ბითქოინი. სინამდვილეში, ყველაზე დიდი „Bitcoin scam“ ბრალ წაყენებული პიროვნება 2018 წლის იანვრისთვის იქნება ნასამართლევი. ბითქოინი ხდება კრიმინალების და ჰაკერების საყვარელი საშუალება ფულის გასათეთრებლად. დამატებით, NYU-ს და Google-ის მკვლევრები ფიქრობენ რომ ბითქოინით თაღლითობამ შესაძლოა მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

გარდა ყველა ბითქოინთან დაკავშირებული დანაშაულისა, არსებობს ამ კრიპტოვალუტის ბევრი კარგი მხარე. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც ბითქოინის მომხმარებლები დაეხმარნენ FBI-ის ზოგიერთი საქმის გამოძიებაში, როგორიცაა მკვლელობის ქეისი 2017 წლის ივლისსში.

 

Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on VKShare on LinkedInEmail this to someone